სტევია და მეტაბოლიზმი

სტევია ( stevia rebaudina bertoni) ეკუთვნის რთულყვავილოვანთა ოჯახს, მისი სამშობლო სამხრეთ ამერიკაა, თუმცა მოჰყავთ მსოფლიოს მრავალ ადგილას. სტევიას ფოთლებში არსებული ტკბილი კომპონენტები გამოწვეულია სტევიოლ გლიკოზიდებით, რომლებიც იზიარებენ საერთო სტევიის საყრდენს. ნახშირწლების ნარჩენები ( ძირითადად გლუკოზა), მიმაგრებულია სტევიოლას საყრდენზე მრავალი ფორმით, რომ შექმნას ტკბილი ნარევის ნაირსახეობა, რომელიც ბუნებრივად მოიპოვება სტევიას ფოთოლში.

40-ზე მეტი განსხვავებული სტევიოლ გლიკოზიდი არის აღმოჩენილი სტევიას მცენარეში. თითოეულს აქვს თავისი უნიკალური გემოვნებითი თვისებები, სიტკბო, რომელიც შეიძლება შაქარზე 350-ჯერ ტკბილი იყოს, მაგრამ ყველა მათგანს აქვს მსგავსი მოლეკულური სტრუქტურა, სადაც განსხავბული შაქრის ნაწილები არის მიმაგრებული აგლიკონის სტევიოლზე.

ყველა, 40-ზე მეტი სტევიოლ გლუკოზიდს აქვს US GRAS სტატუსი, რაც გულისხმობს, რომ ის არის უსაფრთხო, ამას ადასტურებს: Health Canada, Food Standards Australia, New Zealand ( FSANZ) და ახლახან Joint Expert Committee on Food Additives (JECFA). ხოლო ევროპის სურსათის უვნებლობის ორგანო (EFSA) აფასებს 40+ თანხმობას, მათ ახლახან განსაზღვრეს 11 სტევიოლ გლიკოზიდის გამოყენება, სუფთა სტევიას ფოთლის ექსტრაქტში.

სტევიოლ გლიკოზიდები არ შეიწოვება მთლიანად . ერთხელ მოხმარებული, ისინი გაივლის ზედა ნაწლავის ტრაქტში, მათ შორის კუჭისა და მცირე ნაწლავებში სრულად ხელუხლებელი. მას შემდეგ, რაც სტევიოლ გლიკოზიდები მიაღწევს დიდი ნაწლავს, კოლონიური ბაქტერიები აცილებენ ყველა გლუკოზის ერთეულს, რჩება მხოლოდ სტევიოლას საყრდენი. ადამიანებში, სტევიოლა შეიწოვება სხეულში, სწრაფად გარდაიქმენბა ღვიძლში და გამოიყოფა შარდის სახით, როგორც სტევიოლ გლიკორონიდი.
კვლევამ აჩვენა, რომ მეტაბოლიზმის დროს არ ხდება სტევიას დაგროვება ორგანიზმში. ახლახან გამოქვეყნებული მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ ორივე ძირითადი და მცირე ზომის სტევიოლ გლიკოზიდები ერთნაირ მეტაბოლურ ბედს იზიარებენ.

ეს კიდევ უფრო დადასტურდა კვების მიმოხილვების სტატიაში, რომელიც იკვლევს სხვადასხვა დაბალ კალორიულ შაქრის შემცვლელების ბიოლოგიურ წილს. კვლევამ აჩვენა, რომ ყველა დაბალკალორიული შაქრის შემცვლელები ძალიან ეფექტურად მეტაბოლიზდება და სწრაფად გამოიყოფა ორგანიზმიდან. მიუხედავად იმისა, რომ მსხვილი ნაწლავის ბაქტერიები ასრულებენ სტევიას მეტაბოლიზმს, არ არსებობს მტკიცებულება, რომ სტევიოლ გლიკოზიდების რაოდენობამ გამოიწვიოს რაიმე უარყოფითი ზეგავლენა ნაწლავის მიკროფლორაზე ან ცხოველების ნაწლავის ფუნქციონირებაზე, რომელიც აჩვენა სტევიოლ გლიკოზიდის უსაფრთხოების ტესტირებამ.

სტევიას აქვს ნულოვანი კალორია და არ იწვევს სისხლში გლუკოზის ან ინსულინის დონის ამაღლებას, ამას ხელს უწყობს ის რომ ხდება მისი მცირე დოზით შთანთქმა საჭმლის მომნელებენ ტრაქტში. სწორედ ამიტომ, სტევიას ფოთლის ექსტრაქტი არის უსაფრთხო ყველასთვის, მათ შორის ორსული ქალებისა და ბავშვებისთვის.

სტევიას ნატურალურობას მისი დამუშავებას შედეგად ბევრი სკეპტიკურად უყურებდა. ზოგიერთს მიაჩნდა, რომ გაწმენდის შედეგად, სტევიას მცენარის სტრუქტურე ირღვეოდა. თუმცა, სურსათის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევის დასკვნაში ნათქვამია, რომ სტევიოლ გლიკოზიდები არ შეიცვლება მოპოვებისა და გაწმენდის პროცესში, რომ შეიქმნას ნატურალური სტევიას ექსტრაქტი. ეს იყო პირველი კვლევა, რომელიც სისტემატურად გამოიყურებოდა, იმის შესამოწმებლად, ახდენდა თუ არა გავლენას , სტევიას მცენარის ქიმიური სტრუქტურასა და ორიგინალური სტევიოლ გლიკოზიდებზე, ტიპიური კომერციული მოპოვებისა და გამწმენდი პროცესები, რათამ მიეღოთ მაღალი სისუფთავის სტევიის შაქრის შემცვლელი.

სტატია ნათარგმნია:
https://www.purecirclesteviainstitute.com/nutrition-and-health/metabolism

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *