
ინგრედინეტები:
3 კვერცხი
60 გრ სტევია 1: 2
140 გ 85% შოკოლადი
140 გ ორგანული კარაქი
130 გრ ხორბლის ფქვილი
½ პაკეტი გამაფხვიერებელი
ინგრედიენტები ზემოდან მოსასხამი შოკოლადის კრემისთვის:
100 გრ 85% შოკოლადი
4 ჩაის კოვზი ქოქოსის რძე
მომზადების ინსტრუქცია:
1. აურიეთ შოკოლადი და კარაქი და შედგით მიკროტალღურ ღუმელში, ჩართეთ დაბალ სიმძლავრეზე 2 წუთის განმავლობაში. აურიეთ ისე, რომ ყველაფერი გამდნარი იყოს და მიიღოთ ერთგვაროვანი და მბზინავი შოკოლადი.
2. თქვიფეთ კვერცხი სტევიასთან 1: 2 10 წუთის განმავლობაში, სანამ ნარევი არ გათეთრდება.
3. დაამატეთ შოკოლადისა კარაქის მასას და ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
4. დაამატეთ მასას გაცრილი ფქვილი გამაფხვიერებლით . ფრთხილად აურიეთ სანამ არ გახდება ერთგვაროვანი.
5. მიღებული მასა ჩაასხით ცხიმიან 18 სმ ფორმაში.
6. აცხვეთ 30-35 წუთის განმავლობაში. ჩაარჭეთ კბილის საჩიჩქნი/ასანთის ღერი, რომ შეამოწმოთ გამომცხვარია თუ არა ( თუ არის გამომშრალი შიგნიდან) მასა.
7. ამოიღეთ და დადგით გასაგრილებლად.
8. მოამზადეთ ტოპინგი- თასში დაჭერით შოკოლადი , დაასხით ქოქოსის რძე რამდენიმე წუთის განმავლობაში გააჩერეთ მიკროტალღურ ღუმელში. როცა მიიღებ ერთგვაროვან მასას კარგად აურიეთ და დაასხით ნამცხვარს.
9. შეგიძლიათ გააფორმოთ მარწყვითა და მოცვით. შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარში.
რჩევები:
თუ ამ დესერტს ინახავთ მაცივარში, გირჩევთ, ჭამამდე ცოტა ხნით ადრე გამოიღოთ, რომ ნამცხვარი ოდნავ რბილი გახდეს. უნდა გითხრათ, რომ ტექსტურა მკვრივი და მტკიცეა; ეს არ არის რბილი ნამცხვარი;
როგორც ხედავთ, ნამცხვარი მზადდება სტევიით, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ 85% -იანი შოკოლადი შეიცავს შაქარს, მცირე რაოდენობით სხვა შოკოლადებთან შედარებით, მაგრამ ეს უნდა იცოდეთ, თუ დიაბეტიანი ხართ, ის ასევე შეიცავს ცხიმს.
