სტევია და კვლევები

სტევია უკვე რამდენიმე ათეული წლის მანძილზე ჩატარებული ასობით კვლევის საგანია მთელს მსოფლიოში. ეს კვლევები მხარს უჭერს ჯანმრთელობისთვის სასარგებლო და უსაფრთხო სტევიას გამოყენებას მთელი ოჯახისათვის.

სტევიას გამომხმარ ფოთლებს ტრადიციულად იყენებდნენ სასმელების დასატკბობად, აგრეთვე ღეჭავდნენ მისი სიტკბოს გამო, სტევია წამლის მაგივრობასაც სწევდა.

სტევიას შესახებ მეცნიერული ჩანაწერი პირველად 1899 წელს გვხვდება მორსესი სანტიაგო დე ბერტონის მიერ პარაგვაიში. 1905 წელს იგი განისაზღვრა როგორც რთულყვავილოვანთა ოჯახის წევრი სტევია რებაუდიანა (Stevia Rebaudiana).

სტევიას სავაჭრო ათვისება მოხდა იაპონიის მიერ 1970-იან წლებში და მისი პოპულარობა კვლავაც იზრდება მთელს მსოფლიოში. სტევიას ფოთლები შეიცავს ტკბილ კომპონენტებს, რომლებსაც სტევიოლ გლიკოზიდები ჰქვია.

მაღალი სისუფთავის მქონე სტევიას ექსტრაქტი, რომელიც დაშვებულია სურსათისა და სასმელებში გამოსაყენებლად ბევრ ქვეყანაში, შეიცავს 95% ან მეტ სტევიოლ გლიკოზიდებს. ბოლო კვლევის უმრავლესობა სტევიაზე, იყენებს მაღალი სისუფთავის სტევიის ექსტრაქტს. 200-ზე მეტი კვლევა ადასტურებს სტევიას უსაფრთხოებას.

სტატია ნათარგმნია: https://www.purecirclesteviainstitute.com/resources/research-studies

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *