რა არის სტევია?
სტევიას ისტორია
სტევია არის მცენარე, რომლის სამშობლოც სამხრეთ ამერიკაა. ის რთულყვავილოვანთა ოჯახს მიეკუთვნება, მისი ფოთლები არის ბუნებრივად ტკბილი.
პარაგვაის ადგილობრივი მოსახლეობა იყენებდა მას სასმელების დასატკბობად და აგრეთვე ღეჭავდნენ ტკბილი გემოს გამო.
სტევიას ფოთლები შეიცავს ტკბილი გემოს მქონე კომპონენტებს, რომლებსაც სტევიოლ გლიკოზიდები ეწოდება. დღესდღეობით 50 სტევიოლ გლიკოზიდი არის აღმოჩენილი.
ჩვეულებრივ სტევიას ფოთოლი შეიცავს 9-ს, თითოეულ სტევიოლ გლიკოზიდს აქვს საკუთარი უნიკალური გემოვნებითი მახასიათებელი და სიტკბოს ინტენსივობა. ის შეიძლება იყოს 200 -დან 350- ჯერ უფრო ტკბილი ვიდრე შაქარი – და არის უნიკალური, რადგან არ აქვს კალორია.
სტევია გამოიყენება ასობით წლის განმავლობაში და დღესდღეობით იგი მოიხმარება საკვებსა და სასმელებში, რომელსაც მხარს უჭერს 200-ზე მეტი სამეცნიერო კვლევა.
სტევიას ფოთლის ექსტრაქტი
სტევია, რომელიც გამოიყენება სასმელებსა და საკვებში, არის სუფთა სტევიას ფოთლის ექსტრაქტი, რომელიც შემოწმებული და დამტკიცებულია ძირითადი მარეგულირებელი ორგანოების მიერ მთელს მსოფლიოში.
სტევიას ფოთლის ექსტრაქტი შეიძლება შეიცავდეს ერთ სტევიოლ გლიკოზიდს ან რამდენიმე განსხვავებულ გლუკოზიდებს და იგი 350-ჯერ უფრო ტკბილია, ვიდრე საქაროზა. სუფთა სტევიას ფოთლის ექსტრაქტი არის უნივერსალური დამატკბობელი სასმელებისა და საკვებისათვის.
ეს პროდუქცია სთავაზობს მომხმარებლებს, საკვებისა და სასმელების მწარმოებლებს, ბუნებრივ დამატკბობელს კალორიების გარეშე.
ნედლი სტევიას ექსტრაქტი და მისი ფოთლები იყიდება, როგორც დიეტური დანამატები ზოგიერთ ქვეყანაში, მაგრამ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მხოლოდ მაღალი სისუფთავის სტევიას ფოთლის ექსტრაქტი შეფასდა და იქნა დამტკიცებული მსოფლიოში ძირითადი მარეგულირებელი ორგანოების მიერ, როგორც ინგრედიენტი საკვებსა და სასმელებში გამოსაყენებლად.
სტევია დღეს
სულ უფრო და უფრო მეტი კომპანიები იყენებენ სტევიას, რათა შექმნან კარგი გემოვნების მქონე საკვები და სასმელები, რაც შეიძლება ნაკლები შაქრისა და კალორიების შემცვლელობით. შედეგად, თქვენ შეგიძლიათ იხილოთ შაქრისა და კალორიების შემცირება თითო კვებაზე. ნივთიერებათა ეტიკეტზე ნახავთ წარწერას: stevia, stevia extract, rebaudioside A, Reb A, steviol glycosides და სხვა ვარიაციებს, რაც დამოკიდებულია ქვეყანაზე და მწარმოებელზე.
სტევია თქვენ შეგიძლიათ ნახოთ 14,000-ზე მეტ საკვებსა და სასმელებში მთელს მსოფლიოში, რომელიც მოიცავს: წვენებს, წყლებს, გამაგრილებელ სასმელებს, სურნელოვან მარილებს, იოგურტებს, მარცვლეულს, ცომეულს , საწებელს, კონფეტებს, და სხვა.
მცენარეული წარმოშობის მქონე ნულოვან-კალორიური ტკბილეულის ძლიერი კომბინაცია ხდის სტევიას გამორჩეულს საკვებისა და სასმელების ინდუსტრიაში.
სტევიას მიღების პროცესი
სიტკბოს გამოსასუფთავებლად, სტევიოლ გლიკოზიდები გადმოიღვრება და იწმინდება სტევიას ფოთლისგან ისევე როგორც საქაროზა (შაქარი) შაქრის ლერწმისგან, ან ბუნებრივი ვანილის ექსტრაქტი ვანილის პარკისგან. მოპოვებისა და გაწმენდის პროცესის დასასრულს ტკბილი კომპონენტები ზუსტად იგივე ნაერთებია, როგორც ფოთოლში იყო თავდაპირველად ნაპოვნი. ეს პროცესი აწარმოებს მაღალხარისხიან სტევიას ფოთლის ექსტრაქტს, რომელიც აკმაყოფილებს ძირითადი მარეგულირებელი ორგანოს მიერ დამტკიცებულ სპეციფიკაციებს მის საკვებსა და სასმელებში გამოყენებაზე მთელს მსოფლიოში.
სტატია ნათარგმნია https://www.purecirclesteviainstitute.com/about-stevia/what-is-stevia




